BBC-ის ცნობით, ტროპიკული შტორმის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ტეხასში, ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით უსახლკაროდ დარჩა.
BBC-ის ინფორმაციით, წყალდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს მოხალისეები თავშესაფარს სთავაზობენ. მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებულია.
შტორმი 26 აგვისტოს სამხრეთ-დასავლეთიდან დაიწყო და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, სტიქია კიდევ სამი დღე გაგრძელდება, რომელიც კენტაკის შტატში გაგრძელდება.

წყალდიდობა ტეხასის შტატში, აშშ. ფოტო: REUTERS