როგორც ცნობილია, არსებობს საზოგადოების ერთი ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ასეთი აქციის ჩატარებას არ დაუშვებს და ხელს შეუშლის. პრემიერი კი ამბობს, რომ პოლიცია ჩადგება შუაში, არ მისცემს ხელის შეშლის საშუალებას და ყველას უფლებებს დაიცვას.
“თუმცა ახლა ვერ გეტყვით, ეს ზუსტად როგორ მოხდება”.
პრემიერმა სექსუალურ უმცირესობათა შესახებაც გააკეთა განცხადება:
“მე მრავალჯერ განმიცხადებია, რომ სექსუალური უმცირესობები საზოგადოების ისეთივე ნაწილია, როგორიც თითოეული ჩვენგანი და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს. ვიცი, რომ საზოგადოებაში არსებობს ხალხი, რომელიც ამას ვერ იღებს, თუმცა სწორედ ამიტომ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც წესრიგს იცავენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უმცირესობის უფლებები დავიცვათ”.
ივანიშვილს კითხვა ერთსქესიანთა ქორწინების საკითხის შესახებაც დაუსვეს, თუმცა მან განაცხადა, რომ ამჟამად საზოგადოებაში ეს საკითხი არ დგას, ამიტომ მასზე აქცენტირება არ სურს.








