საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფი სამი უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება:
“აღნიშნული საქმის გამოძიების მნიშვნელობის, სისხლის საამართლის საქმის დიდი მოცულობისა და კომპლექსურობის გამო, აგრეთვე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების – რომის სტატუტითა და საქართველოს მიერ ნაკისრი სხვა საერთაშორისო ვალდებულებების გათვალიწინებით, მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოება მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმეს საპროცესო ხელმძღვანელობას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მელქაძე და საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მედეა როსებაშვილი გაუწევენ.