ახალი ამბები

ივანიშვილი: ამერიკაში ჩემი ჩასვლა არ არის პრობლემა

14 მაისი, 2013 •
ივანიშვილი: ამერიკაში ჩემი ჩასვლა არ არის პრობლემა

ძალიან აჟიტირებენ, ისევ “ნაციონალური მოძრაობიდან,” რომ არც ერთ ქვეყანაში არ წამესვლება იმიტომ, რომ არ მოვწონვარ. ასე არ არის,”- განაცხადა ივანიშივილმა.


ის აქვე ასახლებს ქვეყნებს, სადაც მისმა ვიზიტებმა წარმატებულად ჩაიარა. 


“ამერიკაში ვიზიტიც არ არის პრობლემა, მაგრმა კარგი იქნება, რომ ის მოგვიანებით შედგეს, რომ უფრო მკვეთრად და კარგად ვაჩვენოთ ჩვენი სახე,”- აცხადებს ივანიშვილი.


მისივე განმარტებით, მას უკვე ჰქონდა რამდენიმე ოფიციალურ პირთან შეხვედრა და იცის, რომ მას იქ ელოდებიან. 


“არსად ჩემი წასვლა არ არის პრობლემა, მაგრამ აჯობებს უფრო კარგად დავალაგოთ შიგნით. წინა ხელისუფლება ახერხებდა, რომ ანგარიშვალდებული ყოფილიყო ევვროპელებთან და ამერიკელებთან და საქართველოს საზოგადოების იგნორს აკეთებდა. მე ასე არ ვთვლი. სააკაშვილიც იყო ამერიკაში, ჩამოვიდა და მერე რა? სხვათაშორის, ეხლა 5 თუ 6 ქვეყანაში იყო ის,”- განაცხადა პრემიერმა.


აქვე პრემიერს აინტერესებს და სვამს კითხვას, სად და რისთვის დადის პრეზიდენტი.


ბიძინა ივანიშვილი დღეს, 14 მაისს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი