ახალი ამბები

ივანიშვილი: ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომის საფუძველი არ არსებობს

14 მაისი, 2013 •
ივანიშვილი: ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომის საფუძველი არ არსებობს

“გამოძიება გრძელდება. ის, რომ ელისო კილაძე და სხვები აცხადებენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი უნდა გადადგეს, ან გია ხუხაშვილს რაიმე უნდა მიესაჯოს, ამას არავითარი საფუძველი არა აქვს. ამ აჟიოტჟის მსხვერპლი გახდა გელა ხვედელიძე, მის წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არ წარმოუდგეიათ, მაგრამ აღმოჩნდა სუსტი პიროვნება და დაისჯება. ჟურნალისტები და ცალკეული პიროვენებები ვერ გადაწყვეტენ, ვინ როდის უნდა გადადგეს და რატომ”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მისივე თქმით, არაფერი არ არის დანაშაულებრივი იმ აუდიოჩანაწერებში, რომელიც “ქრონიკა +”-ის წარმომადგენელმა ელისო კილაძემ გამოაქვეყნა:

 

“ჯერ არც ერთი დასაბუთებული მაკომპრომატირებელი მასალა, რომ გია ხუხაშვილი, გელა ხვედელიძე ან ლაშა ნაცვლიშვილი უნდა დაისაჯონ, არ წარმოუდგენიათ”, – აცხადებს ივანიშვილი და იქვე დასძენს, რომ თუკი ჟურნალისტების ეს ჯგუფი ვერ დაასაბუთებს ბრალდებებს ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის წინააღმდეგ, მაშინ მათ მოუწევთ “შანტაჟის გამო პასუხისმგებლობა”.

 

“რამდენადაც ვიცი, გია ხუხაშვილს დაურეკეს ელისო კილაძემ და ვიღაცებმა და შენთან პრეტენზია აღარ გვაქვსო… რისთვის უნდა გადადგეს ლაშა ნაცვლიშვილი? სად არის საფუძველი ამისი?” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი