“ვცდილობ არ განვმეორდე პრესკონფერეციინიდან პრესკონფერენციამდე. ჩემი გადმოსახედიდან, პრინციპულად შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მიმართ. მათ დაინახეს, სინამდვილეში როგორი ხელწერა გვაქვს. აღარ გვიწევს განმარტებები, ვინ ვართ ჩვენ,”- განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი მმართველმა გუნდმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიცრუის შედეგად მოახერხა.
“ეს ჩემი წარმატებული, ჩვენი გუნდის წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმატებული ვიზიტებისა და მუშაობის შედეგია,”- განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი დღეს, 14 მაისს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.