ახალი ამბები

საქართველო–აშშ–ის ბიზნესურთიერთობების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

14 მაისი, 2013 • 959
საქართველო–აშშ–ის ბიზნესურთიერთობების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის კახა კოხრეიძის ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოსა და აშშ–ს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ საქართველოში აშშ–დან ინვესტიციების მოზიდვის შესახებ.


კახა კოხრეიძე
კახა კოხრეიძე

კონფერენციაზე მოხდება საბედის პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოში აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტი ახორციელებს:


“ამ პროგრამის მიხედვით ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი  ბიზნესმენების მიწვევა, რომლებიც სექტორების მიხედვით გაიზიარებენ გამოცდილებას. ამ პროგრამის ფარგლებში ქართულ კომპანიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ამერიკულებთან ერთად საინვესტიციო პროექტებზე იმუშაონ”, – აცხადებს კახა კოხრეიძე.


კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ აშშ–ის საელჩოს წარმომადგენლები, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები.


დღის ბოლოს გაიმართება სემინარი, რომელზეც განიხილება ბიზნესის ასოციაციების როლი ბიზნესის განვითარებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი