ახალი ამბები

გლდანის ციხიდან “ხონსკი” გაათავისუფლეს

14 მაისი, 2013 • 1860
გლდანის ციხიდან “ხონსკი” გაათავისუფლეს

“დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი  ინსპექტორი დათო ხუროძე  2009-2012 წლების პერიოდში #8 დაწესებულებაში შესახლებულ მსჯავრდებულებს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ახდენდა მათზე ძალადობას და არღვევდა  მსჯავრდებულთა უფლებებს. დასკვნის ასლი შემდგომი მსჯელობისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დათო ხუროძე, მეტსახელად „ხონსკი“, მოხსენიებულია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მოხსენებაში, სადაც წერია, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრისას მსჯავრდებულები ყველაზე ხშირად რამდენიმე სხვა სახელთან ერთად სწორედ “ხონსკის” ასახელებდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.

 

                                                                                                                                                                                              

მასალების გადაბეჭდვის წესი