ახალი ამბები

მარგველაშვილს ვერ წარმოუდგენია, მას ვინ შეიძლება გაუწიოს კონკურენცია

13 მაისი, 2013 • • 1013
მარგველაშვილს ვერ წარმოუდგენია, მას ვინ შეიძლება გაუწიოს კონკურენცია

“ქართული ოცნების პოლიტიკური სიძლიერიდან გამომდინარე, პრემიერ ივანიშვილის სიძლიერიდან გამომდინარე, კანდიდატი, რომელიც რეალურად დაუპირისპირდება ქართულ ოცნებას, ფაქტობრივად, ძნელად წარმოსადგენია. ამას ვიაზრებთ  ჩვენ, ამას იაზრებს ჩვენი ოპონენტების ჯგუფიც”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ეთერში სტუმრობისას დღეს, 13 მაისს. 

 

ის დარწმუნებულია, რომ ეს სიძლიერე შენარჩუნდება ოქტომბრამდე, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო კამპანია სიბინძურეზე იქნება აგებული.

 

“ისინი ძირითადად გადასული არიან ფაბრიკაციებზე. მათი მიზანი იქნება რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა იქნეს მოყენებული, რაც შეიძლება მეტი რამ იქნას გამოგონილი. სამწუხაროდ, მე მგონია, რომ ეს საპრეზიდენტო კამპანია ძირითადში ორიენტირებული იქნება შეურაცხყოფაზე, იქნება რაღაცეების ამოჭრა, შეთითხვნა. აი, ეს იქნება, ეს ნათლად გამოჩნდა”, – მიიჩნევს პრეზიდენტობის კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი