ახალი ამბები

ავღანეთში 3 ქართველი სამხედრო დაიღუპა

13 მაისი, 2013 • • 1073
ავღანეთში 3 ქართველი სამხედრო დაიღუპა

ირაკლი ალასანიას თქმით, სამხედრო ბაზაზე განხორციელდა კომბინირებული თავდასხმა თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობით, რა დროსაც გამოყენებული იყო სატვირთო ავტომობილზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. მინისტრის ინფორმაციით, ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს შეტევა, ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულია და ისინი სრულად აკონტროლებენ მათი პასუხისმგებლობის ზონაში არსებულ ტერიტორიას. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმას ემსხვერპლნენ კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. ასევე არიან დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები.

 

ირაკლი ალასანიამ მიუსამძიმრა ოჯახებს. მისი თქმით, ამ სამხედროების თავდადებამ და გმირობამ აგვაცილეს უფრო დიდი ტრაგედიები. 

 

მინისტრის ცნობით, ამ დროისათვის ინფორმაცია მიეწოდა ყველა დაჭრილისა და დაღუპულის ოჯახს, ხოლო ვისაც ეს ინფორმაცია არ მიუღია, მათ ახლობლებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი