ახალი ამბები

დაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის

13 მაისი, 2013 • • 888
დაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის

შსს–ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ყალბი აქტი შეადგინა, რომლის საფუძველზეც მათ  11 760 ლარი უკანონოდ მიითვისეს და ერთმანეთში გაინაწილეს.

 

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ის 332–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი