საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის ფშაველი-აბანო- ომალოს მონაკვეთზე საღამოს 19:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული შეზღუდვა გვის 56-ე კილომეტრზე ძლიერი ქვისცვენის გამო დაწესდა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების
უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.