ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი დაუყოვნებლივ განადგურდება

12 მაისი, 2013 • • 1215
ღარიბაშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი დაუყოვნებლივ განადგურდება

ამის შესახებ შს მინისტრმა დღეს, 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

 

” მე არ ვაპირებ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს ჩაგრავს ხელქვეითს იმისათვის, რომ დაიცვას მისი უფროსი და ამით პირველ რიგში საკუთარი თავი გადაირჩინოს. ეს ეპოქა საქართველოში დასრულდა და დარწმუნებული ვარ, აღარ განმეორდება. მე მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა ოჯახს და თითოეულ პოლიციელს, ვარ და მომავალშიც ვიქნები თითოეული მათგანის მთავარი დამცველი, მაგრამ არავის და არასდროს  არ უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა და კანონის დარღვევა. სწორედ ეს არის საქართველოს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზა და ყველა სხვა გზა ეს არის დემაგოგია და პოპულიზმი. მე მინდა გაცნობოთ, პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი”– განაცხადა მინისტრმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამო დაკავებულია ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი