ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა დამოუკიდებლი კანდიდატი იყოს

12 მაისი, 2013 • • 1489
სალომე ზურაბიშვილი  საპრეზიდენტო არჩევნებში  შესაძლოა დამოუკიდებლი კანდიდატი იყოს

“საქართველოში ჩვენ ვართ დღეს ძალიან გადამწყვეტ მომენტში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გასულ წელს, 2 ოქტომბერს, არაჩვეულებრივი გამარჯვება ყველამ ვიზეიმეთ, დღეს უკვე დგება დრო, რომ ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებმა დაამთავროს ერა, რომელიც დაიწყო საბჭოთა კავშირის შემდგომ და რომელიც შევარდნაძიდან მოყოლებული გრძელდება. ახალი პრეზიდენტი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ხალხის არჩეული და არავის დანიშნული. ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს არანაირი გუნდის წარმმადგენელი. ერთადერთი გუნდი ვიცი მე და ეს არის საქართველო. ამიტომ ვფიქრობ დამოუკიდებელ კანდიდატურაზე, ჯერ ვფიქრობ, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მე მჭირდება ხალხის მხარდაჭერა, რეალური მხარდაჭერა. თუ ეს მხარდაჭერა იქნება ჩემთვის გასაგები და ყველასაგან მისაღები, მაშინ მე გადავდგამ ამ ნაბიჯს”– განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში 10 მაისს დაბრუნდა. გუშინ, 11 მაისს, “ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე ზურაბიშვილი პრემიერ–მინისტრს შეხვდა. მოგვიანებით  ცნობილი გახდა, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იქნება.   

მასალების გადაბეჭდვის წესი