ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია

11 მაისი, 2013 • 4394
გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია

გიორგი მარგველაშვილი 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, კერძოდ პრაღაში – დიპლომის შემდგომი სწავლება სოციოლოგიაში.


გიორგი მარგველაშვილის პირველი სამუშაო გამოცდილება იწყება კომპანია „კავკასუს თრეველში“. 1992-1994 წლებში ამ კომპანიაში ის იყო სამთო გიდი (ჯგუფის ლიდერი).  

 

გიორგი მარგველაშვილის შრომით ბიოგრაფიაში კიდევ ერთი კომერციული დაწესებულება – „ბიზნეს დღიურები“ ფიგურირებს. პრეზიდენტობის კანდიდატი ამ კომპანიაში 1994-1995  წლებში მუშაობდა მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად.


გიორგი მარგველაშვილი მუსაობდა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტში.ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში – თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რექტორის სპეციალური მოწვევით წაიკითხა კურსი „კულტურის აზრისა და კომუნიკაციის ისტორია“, – ასეა აღწერილი 1996-1997 წლებში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო სფერო განათლების სამინისტროს ვებ გვერდზე.


გიორგი მარგველაშვილი, ფოტო: რადიო თავისუფლება
გიორგი მარგველაშვილი, ფოტო: რადიო თავისუფლება


ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მარგველაშვილი მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). მან ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობა დაიწყო 2000 წელს და 2006 წლამდე რექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2006 წლიდან გიორგი მარგველაშვილი GIPA-ში კვლევითი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. 2010 წლიდან 2012 წლამდე გიორგი მარგველაშვილი ისევ რექტორი ხდება GIPA-ში.  


უფრო ადრე, 1995-2000 წლებში მარგველაშვილი მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტში, პოზიცია -ადგილობორივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი/პროგრამის კონსულტანტი.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებზე,  განათლების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, სრულყოფილად ფლობს ორ უცხო ენას – ინგლისურსა და რუსულს.


გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად კოალიციამ დღეს დაასახელა.


წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდი.


მასალების გადაბეჭდვის წესი