ახალი ამბები

„კანონი დევნილთა შესახებ“ იცვლება

11 მაისი, 2013 • • 1345
„კანონი დევნილთა შესახებ“ იცვლება

“კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექნიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა უფლებების დაცვას იძულებით გადაადგილების მთელ პერიოდში; ხელს შეუწყობს დევნილთა რეგისტრაციის ადგილზე მათ ინტეგრაციას; ხელს შეუწყობს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას. კანონპროექტზე მუშაობა უკვე სრულდება, რის შემდეგაც ის ყველა იმ პროცედურას გაივლის, რაც პარლამენტში განხილვამდეა საჭირო”.– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

     

კანონპროექტზე მუშაობაში ჩართულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი,  დანიის ლტოლვილთა საბჭო, სახალხო დამცველის აპარატი. სამინისტროს ინფორმაციით,  საკონსულტაციოდ საქართველოში ჟენევიდან გაეროს ექსპერტი ალეჰონე აბებიც ჩამოვიდა.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი