ახალი ამბები

დავით დარჩიაშვილი შს მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება

12 მაისი, 2013 • • 1336
დავით დარჩიაშვილი შს მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ამ ისტორიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილის და გია ხუხაშვილის გვარებიც ფიგურირებდა:

 

“სამწუხაროდ, არ მაქვს ბოლომდე ინფორმაცია, რა ურთიერთობები იყო მანამდე ღარიბაშვილსა და ხვედელიძეს შორის. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამ მთელ ისტორიაში, იქ იყო სხვა გვარები, კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის და ასევე გია ხუხაშვილის გვარები ფიგურირებდა და მათი მონაწილეობის გარეშე ხვედელიძეს ცალკე ემოქმედა, არა მგონია. მინიმუმ იმათაც გააგებინებდა ამ ამბავზე, რას აპირებს.”

 

დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა, მისივე თქმით, სახეზეა ამ თემის დროზე ადრე ჩახსნის ნიშნები:

“ამიტომ, ერთი მხრივ, მისასალმებელია რეაგირება სისტემის შიგნით ასეთ გადაცდომაზე, თანამდებობრივ, ადამიანურ, კანონისმიერ და ა.შ. მეორე მხრივ, რაღაცა ნიშნები არის თითქოსდა დროზე ადრე ამ თემის ჩახსნა, მოკვლის. რა ვიცი, ისტორია ყველაფერს აჩვენებს ბოლომდე თავის დროზე.”

 

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამო დაკავებულია ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი