ახალი ამბები

სტუდენტი: შეხვედრაზე სააკაშვილმა აფრასიძეებს და ვაზაგაშვილს დამნაშავეები უწოდა

10 მაისი, 2013 • 1256
სტუდენტი: შეხვედრაზე სააკაშვილმა აფრასიძეებს და ვაზაგაშვილს დამნაშავეები უწოდა

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი აცხადებს, ამის შემდეგ მან პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.


მეტრეველის თქმით, იმ პერიოდში, რაც ის შეხვედრას ესწრებოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის მწვავე კითხვები არ დაუსვამთ, ხოლო აფრასიძეებზე და ვაზაგაშვილზე საუბარი სააკაშვილმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.


“მე რამდენიმე შეკითხვა მქონდა უშუალოდ უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვაზაგაშვილს დამნაშავე და ე.წ. მაყურებელი უწოდა, ხოლო აფრასიძეები მკვლელებად მოიხსენია, შეხვედრა დავტოვე”, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.


პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გრძელდება. პირველი კორპუსის სათადარიგო გასასვლელთან, საიდანაც პრეზიდენტი შენობაში შევიდა, ამ დროისთვის სტუდენტთა დამოუკიდებელი ჯგუფისა და ყოფილი პოლიტპატიმრების აქცია მიმდინარეობს. შესასვლელთან პოლიცას კორდონი აქვს გაკეთებული და აქციის მონაწილეები გასასვლელთან ახლოს მისვლას ვერ ახერხებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი