ახალი ამბები

სააკაშვილისთვის კითხვების დასმას “ლაბორატორია 1918″–ის წევრებიც აპირებენ

10 მაისი, 2013 • 943
სააკაშვილისთვის კითხვების დასმას “ლაბორატორია 1918″–ის წევრებიც აპირებენ

სანდრო ცაგარელი ვარაუდობს, რომ რპეზიდენტისთვის კითხვების დასმის საშუალება დიდწილად სწორედ ამ ახალგაზრდებს მიეცემათ.

 

სანდრო ცაგარელი
სანდრო ცაგარელი

სანდრო ცაგარელის თქმით, სტუდენტების და პრეზიდენტის შეხვედრაზე დასწრებას “ლაბორატორია 1918″–ის რამდენიმე წევრიც გეგმავს, თუმცა მან არ იცის, მოახერხებენ თუ არა ისინი კითხვების დასმას. შეკითხვების შინაარსი, რომლის დასმასაც ისინი გეგმავენ, ძირითადად შეეხება განათლებას და შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკთხებს. 

 

სანდრო ცაგარელი აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობისთვის თსუ–ს ვებ–გვერდზე ონლაინ რეგისტრაცია მართლაც ჩატარდა, თუმცა რეგისტრაცია შეფერხებით მიმდინარეობდა:

 

“რეგისტრაცია მიმდინარეობდა საიტის ისეთ ადგილზე, რომელსაც წინასწარი ცოდნის გარეშე ადამიანი ვერ მიაგნებდა. არ ვიცი, ეს განზრახ მოხდა თუ ისე, მეც ძლივს დავრეგისტრირდი ბოლო დღეს”, – აცხადებს ცაგარელი.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის ცნობით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი 1500–ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი