თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, გაიმართა ბათუმში ნაცემი ქვიარ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” ორი წევრი 25 აგვისტოს დილით ბათუმში დააკავეს – ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი ნაცემი არიან. “თანასწორობის მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან ბერიანიძეს და ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს ბათუმის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს.
აქციის მონაწილეები მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ:
“ჩვენ, ლგბტქი ადამიანები, ძალადობას განვიცდით არა მხოლოდ საზოგადოების ჰომოფობიურად განწყობილი ნაწილისგან, არამედ ჩვენზე ძალადობს სახელმწიფოც, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას ლგბტქი ადამიანები, თავად ხდება ამ ძალადობრივი ქმედებების თანამონაწილე” – ამბობენ აქციის მონაწილეები.