ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკის გახსნას დაესწრო (VIDEO)

8 მაისი, 2013 •
პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკის გახსნას დაესწრო (VIDEO)

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრობაზე ისაუბრა და ამ კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.


“ჩვენ მისი ძეგლის გახსნით პატივი არა მხოლოდ ჰეიდარ ალიევის ხსოვნას მივაგეთ, არამედ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობას”.


საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკი დაათვალიერა. გაიმართა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

დღესვე პრემიერ-მინისტრი რუსთავში მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის რესტავრირებული სახლ-მუზეუმის გახსნას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოში ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი, კომპანია “სოკარის” პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი.


ივანიშვილმა აზერბაიჯანს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი