ახალი ამბები

პატრიარქმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე აკურთხა [VIDEO]

8 მაისი, 2013 • 1282
პატრიარქმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე აკურთხა [VIDEO]

სასახლის იუბილესთან და კურთხევასთან დაკავშირებულ კონცერტს წმინდა სინოდის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


სტუმრის სტატუსით კონცერტზე იმყოფებოდნენ: უმრავლესობის წევრები- ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი, ვიქტორ დოლიძე; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.


სტუმრებს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელებმა სიტყვით მიმართეს, შემდეგ კი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მუსიკის, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი