ახალი ამბები

კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკელი არ იქნება

8 მაისი, 2013 • 1021
კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკელი არ იქნება

ჟურნალისტმა მას კითხვა კოალიცია “ქართული  ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატზე და მისი შერჩევის პროცესზე დაუსვა.


უსუფაშვილმა, რომელიც კოალიციაში შემავალი რესპუბლოკური პარტიის ლიდერია, განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრი არ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი.


“იმის მიუხედავად, რომ ვახტანგ ხმალაძეზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ კანდიდატს ისურვებდა, ვახტანგ ხმალაძე არ ქცეულა, არც იქცევა ამ დღეებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა .

უსუფაშვილმა დააკონკრეტა, რომ არც სხვა პირები ეყოლება კანდიდატად რესპუბლიკურ პარტიას.  მისი თქმით,  კოალიციურ რეჟიმში საპრეზიდენტო კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისას რესპუბლიკური პარტიას არ ექნება თავისი ერთიანი პოზიცია, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ პარტიის წევრები.


 

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  კოალიციის პოლიტიკური საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს საპრეზიდენტო კანდიდატზე და მიიღებს გადაწყვეტილებას.  მან აღნიშნა, რომ კოალიცია საპრეზიდენტო კანდიდატზე “შიდა პროცესით” და არა საჯაროდ, პრაიმერით მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი