ახალი ამბები

ადვოკატი: გუნავას მიერ მძღოლის დაჭრის საქმეზე არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს

8 მაისი, 2013 • 883
ადვოკატი: გუნავას მიერ მძღოლის დაჭრის საქმეზე არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს

გუნავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე ერთი მოწმე და ბრალდების მხარეს დასაკითხი დარჩა კიდევ ერთი მოწმე, რის შემდეგაც უკვე დაცვის მხარე წარადგენს პროცესზე საკუთარ მტკიცებულებებს.

 

ველიჯანაშვილის თქმით, არ აპირებს გუნავას მიმართ დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას სასამართლოს წინაშე, რადგან გუნავას გამამართლებელ განაჩენს ელოდება მართლმსაჯულებისგან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გუნავას ბრალი წაყენებული აქვს სამი მუხლით – 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება), 182-ე მუხლით (მითვისება) და 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). კერძოდ, საქმის მასალებით, გუნავამ ორი წლის წინ მისი ყოფილი მძღოლი დაჭრა.

 

ადვოკატ ველიჯანაშვილის განცხადებით, გუნავას მიერ მძღოლის დაჭრის საქმეზე არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ თენგიზ გუნავამ განახორციელა გასროლა:

 

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

“არსებობს მხოლოდ ერთი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ მან გუნავას ხელში იარაღი შენიშნა, მაგრამ ვინ განახორციელა გასროლა, არ იცის.”

 

რაც შეეხება საწვავისა და თანხის მითვისების საქმეს, გამოძიების მტკიცებით, საქმე ეხება 3000 ლიტრი საწვავის ხარჯთაღრიცხვას და 49 500 ლარის მითვისებას იმ პერიოდში, როდესაც თენგიზ გუნავა შსს-ს გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.

 

ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეზე დაახლოებით 3 პროცესი კიდევ გაიმართება, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი