ახალი ამბები

უსუფაშვილი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონი 16-17 მაისს შევა ძალაში

8 მაისი, 2013 • • 1176
უსუფაშვილი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონი 16-17 მაისს შევა ძალაში

სასამართლო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშრებით დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ეს დოკუმენტი პრეზიდენტის მაგიდაზე დევს. მიხეილ სააკაშვილს აქვს ვადა 15 მაისამდე იმისათვის, რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს.


“თუ 15 მაისამდე პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, მაშინ კონსტიტუციის შესაბამისად, მე მექნება ამის უფლება და ცხადია, რომ მე ამ უფლებას გამოვიყენებ. ეს კანონი ყველაზე ბევრი 16, 17 მაისს შევა ძალაში, შესაბამისად, ამ კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის საბჭო უკვე ახალი წესით დაკომპლქტდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია. ანალოგიური ვითარება შეიქმნა გასული წლის ბოლოს ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტმა არც ვეტოს დაძლევის შემდეგ მოაწერა ხელი და იგი დავით უსუფაშვილის ხელმოწერით შევიდა ძალაში მიმდინარე წლის დასაწყისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი