ახალი ამბები

ხუხაშვილი: იაკობაშვილმა საკუთარი სურვილით დაუბრუნა 10 მილიონი სახელმწიფოს

8 მაისი, 2013 • 970
ხუხაშვილი: იაკობაშვილმა საკუთარი სურვილით დაუბრუნა 10 მილიონი სახელმწიფოს

მან ნადირაშვილის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ ამის გამო დღევანდელ პრესკონფერენციას დაარქვა კოდური სახელი “მე შაირი არ მინდოდა”.

 

ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ გია ხუხაშვილი აიძულებს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომ კომპანია Outdoor.ge გადაუფორმოს სხვა ბიზნესმენ გიორგი ღამბაშიძეს. ხუხაშვილის განცხადებით, ის კერძო კომპანიებსა და ბიზნესებს შორის მოლაპარაკებებში არ ერევა, თუმცა განაცხადა, რომ იაკობაშვილს იცნობს, როგორც პატიოსან ბიზნესმენს. მას დავით კეზერაშვილისგან აქვს ნაყიდი კომპანიები, რომელსაც არჩევნებამდე კეზერაშვილი ფლობდა.

 

ხუხაშვილის განცხადებით, იაკობაშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა კუთვნილი 10 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც უკანონო გზით ერიცხებოდა კეზერაშვილის ერთ–ერთ კომპანიას წლების განმავლობაში.

 

ხუხაშვილმა განაცხადა, რომ როცა 2004 წელს რკინიგზის დირექტორი იყო, მან აღმოჩინა შავი ბიუჯეტი ვარშალომიძესთან ერთად და გადაწყვიტა ამ ფულის ლეგალურ ჩარჩოში მოქცევა. ხუხაშვილის თქმით, როდესაც სააკაშვილმა გაიგო ამის შესახებ, მოინდომა ამ შავი ბიუჯეტის აღდგენა, რასაც, მისივე თქმით, ის შეეწირა და იყო მისი ლიკვიდაციის მცდელობაც.

 

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, რკინიგზაში წლების განმავლობაში მუშაობდა სქემა, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 10 მილიონი დოლარი უკანონოდ ირიცხებოდა კეზერაშვილის კუთვნილ გადამზიდავ კომპანიაში, რკინიგზაში მოქმედებდა ტვირთების გადაზიდვის ორმაგის ტარიფი, ერთი ტარიფი მიდიოდა რკინიგზაში, მეორე – კომპანია “დელტაში”, რომელიც ეკუთვნოდა კეზერაშვილს და ეს ფული ხმარდებოდა “ნაციონალების” ინტერესებს.

 

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა იაკობაშილმა ცოტა ხნის წინ შეიძინა ეს ბიზნესი, აღნიშნული 10 მილიონი დაუბრინა რკინიგზას:

 

“იაკობაშილს მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან მან მას შემდეგ, რაც კეზერაშილისგან იყიდა აღნიშნული კომპანია, საკუთარი სურვილით დაუბრუნდა სახელმწიფოს ის, რაც იყო ამ ბიზნესის არაჯანსაღი ნაწილი.”

 

ხუხაშვილის თქმით, ყველა ის ბრალდება, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მის მიმართ ისმის, არის აბსურდი და მისი მიზანია ბიძინა იავნიშვილის დისკრედიტირება. მისი თქმოთ, არანაირ ბიზნეს გარიგებებში არ ერევა და არ გააჩნია არანაირი კარიერული და მატერიარული ინტერესი. თუმცა თავს იკავებს ამ ინფორმაციის გამჟღავნებისგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და სენსიტიური საკითხებს ეხება.

 

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ამჟამად საქართველოს რკინიგზაში ორმაგი ტარიფი არ მოქმედებს და აქამდე არსებულ უკანონო სქემებზე განცხადებას სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი