ახალი ამბები

კონკურსი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად

8 მაისი, 2013 • 946
კონკურსი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად

„სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ მეშვეობით ღია კონკურსის საფუძველზე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სახელმწიფოს დახმარებით სწავლა განაგრძონ მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

 

„სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატს წინასწარ ჰქონდეს მიღებული ჩარიცხვაზე თანხმობის წერილი კომისიის მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებული უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც შედის მსოფლიოს  საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის პირველ 200 უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი