ახალი ამბები

ევრაზიელების უძველესი სასაუბრო ენა შესაძლოა საქართველოში წარმოქმნილიყო

8 მაისი, 2013 • • 1240
ევრაზიელების უძველესი სასაუბრო ენა შესაძლოა საქართველოში  წარმოქმნილიყო

Fox News სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences–ზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი კვლევის მიხედვით, 15 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თავს ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენდენ, შესაძლოა იყენებდნენ ისეთ თანამედროვე სიტყვებს, როგორიცაა- “დედა”, “კაცი” და ა.შ. 

 

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences–ში გამოქვეყნებული სიტყვების ჩამონათვალი შესაძლოა დაეხმაროს მეცნიერებს, შეისწავლონ პრეისტორიული კულტურებს შორის კავშირი და უძველესი მიგრაციები. 

 

Fox News ასევე წერს, რომ ზოგიერთ ლინგვისტს არ სჯერა იმისა, რომ ადამიანები გარკვეული პერიოდის წინ ერთ ენაზე საუბრობდნენ და მათ თავიანთი არგუმენტები აქვს. ტელეარხი იხსენებს ეპიზოდს ბიბლიიდან, რომლის მიხედვითაც უძველესი ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ მათ არ გადაწყვიტეს ბაბილონის კოშკის აშენება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი