ახალი ამბები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

24 აგვისტო, 2017 •
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა.

ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა.

“რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და არა მარტო ინფრასტრუქტურული პროექტები. სერიოზული გამოწვევაა მიგრაციული პროცესების შეჩერება. ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ ხელი შევუწყოთ, სწორად განვავითაროთ ბიზნესი, მცირე მეწარმეობა”, – აცხადებს გუბერნატორი ჯაფარიძე.

არჩილ ჯაფარიძემ 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი .

2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის  პირველი მოადგილის პოსტი. მანამდე იყო აბროლაურის საკრებულოს წევრი.

არჩილ ჯაფარიძემ პაპუნა მარგველიძე შეცვალა.

გუბერნატორი მუშაობას დღეს შეუდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი