ახალი ამბები

წეროვანში, დუშეთში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროსა და ფშავში 32 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა

24 აგვისტო, 2017 • 1453
წეროვანში, დუშეთში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროსა და ფშავში  32 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად ლიკვიდრებულია ხანძრები  წეროვანში, დუშეთში, ანდაქის ხეობაში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში. 

სააგენტოს ინფორმაციით, წეროვანში დამწვარია დაახლოებით  5-6 ჰექტარი, დუშეთში და ლაგოდეხში დამწვარი ტერიტორია მოიცავს 2-2 ჰექტარს, ფშავ-ხევსურეთში, ანდაქის ხეობაში 2 ჰექტარს, ხოლო დედოფლიწყაროში სულ დამწვარია 20 ჰექტარი. ჯამში, დამწვარი ტერიტორია 32 ჰექტრამდეა.  ამას ემატება ბორჯომი, სადაც დაზუსტებული მონაცემი დამწვარი ტერიტორიის შესახებ ჯერ არ არსებობს.

ხანძრის ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება ბორჯომის ხეობაში, სადაც მეხუთე დღეა ხანძარი მძვინვარებს.  ბორჯომში ამჟამად მუშაობს 6 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. განახლებულია ცოცხალი ძალა. ადგილზეა საქართველოს რკინიგზის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი