ახალი ამბები

სააკაშვილმა და ალიევმა ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის საკითხზე ისაუბრეს (VIDEO)

7 მაისი, 2013 •
სააკაშვილმა და ალიევმა ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის საკითხზე ისაუბრეს (VIDEO)

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სააკაშვილმა და ალიევმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


“ყურადღება მათ იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც ქართული და აზერბაიჯანული მხარე ერთობლივად ახორციელებს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხებს შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალს ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი განცხადებით, ამ გზით საქართველო და აზერბაიჯანი ევროპას დაუკავშირდება, რასაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული დატვირთვა აქვს და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფეისბუკზე მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მეშვეობით ავრცელებს.


საქართველოს პრეზიდენტი ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრისა და მადრიდის კლუბის მიერ ბაქოში ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, იორდანიის დედოფალი, ლატვიის პრეზიდენტი (1999-2007), ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი (1994-2002).


დღეს, 7 მაისს  დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: „ღია საზოგადოება, როგორც რთული კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის საშუალება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი