ახალი ამბები

თუთბერიძე: ვანო მერაბიშვილი “ქართულ ოცნებასთან” არის შეკრული

7 მაისი, 2013 • 973
თუთბერიძე: ვანო მერაბიშვილი “ქართულ ოცნებასთან” არის შეკრული

“როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იყო შეკრული “ქართულ ოცნებასთან.” სწორედ მისი ჩარევით მოხდა ციხეებში ამ კადრების გადაღება და გავრცლება. სხვაგვარად როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს, როდესაც მერაბიშვილი ყველაფერს აკონტროლებდა.”- განაცხადა თუთბერიძემ. 


მისივე თქმით, აღნიშნული კადრების გავრცელებით ახალაიების სახით პრეზიდენტს დასაყრდენი გამოეცლებოდა. 


“სწორედ არსოშვილი, მერაბიშვილის მარჯვენა ხელია დღეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოწმე.”


თუთბერიძის განმარტებითვე, კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც ის მერაბიშვილს ივანიშვილთან კავშირში სდებს ბრალს, ეს ლაფანყურის საკითხზე პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომელიც მერაბიშვილის მიერ არ იყო სათანადოდ გაკრიტიკებული. 


“ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი სერიოზული ბრალდების მიუხედავად, მერაბიშვილმა ივანიშვილის განცხადებას გამოუცდელი პოლიტიკოსის ნაბიჯი უწოდა.”

 

თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლაც სურს. 

 

“რომ შეხედოთ, არაფერს აკეთებს ის პარტიისთვის. პარტიის მთელი საქმიანობა ამომრჩეველთან მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მუშაობაზეა გადასული,”- ამბობს თუთბერიძე.

 

ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]
ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი