ახალი ამბები

პრეზიდენტი უკანონოდ შექმნილი ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა

6 მაისი, 2013 • 1354
პრეზიდენტი უკანონოდ შექმნილი ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ფარული ინფორმაციის შემცველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა:

“ბოლო თვეებში, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ უკვე მეორედ, ღიად ხდება მოქალაქეების დაშანტაჟება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამომზეურებით.

პირველად ეს შეეხო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს და მიუხედავად აშკარა ფაქტებისა, დამნაშავეები დასჯილი დღემდე არ არიან და ახლახან იგივე განმეორდა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ. მე კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ თითის გაშვერას ჩემი მთავრობისკენ, რადგან ვინც რა არ უნდა მოიგონოს, ფაქტი ჯიუტია- ჩემი პრეზიდენტობის წინა ცხრა წლის განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ინტერნეტით ან მედიის სხვა საშუალებებით გავრცელებულიყო რაიმე მასალა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაზე, მით უმეტეს, პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ასპექტებზე. ასეთ რამეებს აკეთებდნენ ედუარდ შევარდნაძის დროს, პუტინის სპეცსამსახურები რუსეთში და ზოგიერთი სხვა დანაშაულებრივი რეჟიმი… ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ტენდეციით, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ფარულ ჩანაწერების წარმოების საჯაროდ რამდენჯერმე ხსენებით. და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტს, ნუ ბლოკავს ჩემ მიერ საგანგებოდ შემოტანილ კანონპროექტს, რომელიც ბევრად მეტად დაიცავდა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.”

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია მისი მთავრობის მაღალი თანამდებობის მქონე პირების უდანაშაულობაში და მიაჩნია, რომ წინა მთავრობის “ხელწერაა” ვიდეოების შექმნა და გამოქვეყნება ადამიანების დაშანტაჟების მიზნით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი