ახალი ამბები

სააკაშვილმა “Sky News”– თან ინტერვიუში საქართველოში ტამერლან ცარნაევის წვრთნა უარყო

5 მაისი, 2013 • • 1170
სააკაშვილმა “Sky News”– თან ინტერვიუში საქართველოში ტამერლან ცარნაევის წვრთნა უარყო

რუსეთის ცნობით კი, 26 წლის ტამერლან ცარნაევმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ სემინარზე, სადაც სტუდენტები სავარაუდოდ ახალისებდნენ ტერორისტული აქტის ჩადენაში. რუსული გაზეთ “იზვესტიას” ცნობით, მათ ნახეს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ტამერლან ცარნაევი 2012 წლის ზაფხულში დაესწრო მოვლენას, რომელიც ორგანიზებული იყო საქარველოსა და აშშ–ის კომპანიების მიერ. 

 

“ძმები ცარნაევები არასდროს ყოფილან საქართველოში. თუმცა რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და ჩეჩნეთიც ჩვენი მეზობელია, შესაბამისად, ხალხი დადის წინ და უკან. რუსეთი ამას აცხადებდა ყოველთვის, ამით ამართლებდა მის ჩარევას ჩვენს შიდა პოლიტიკაში. ეს იყო ყველაზე მარტივი რამ, რაც აზრად მოდიოდათ, რომ საქართველო წვრთნის ტერორისტებს და ეს საერთო პრობლემაა “– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

 

Sky News–ი წერს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყოფილი მთავრობა ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებთან სავარაუდო საიდუმლო გარიგებებში დაადანაშაულა. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი