ახალი ამბები

რასმუსენი სააკაშვილს: “მე ვგრძნობ თქვენს ტკივილს”

5 მაისი, 2013 • • 1390
რასმუსენი სააკაშვილს: “მე ვგრძნობ თქვენს ტკივილს”

“იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელმაც ორ წელიწადზე ნაკლები დროის წინ ასევე მოიტეხა მხარი, შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ მე ვგრძნობ თქვენს ტკივილს”– ნათქვამია წერილში. 

 

ანდრეს ფოგ რასმუსენი გამოჯანმრთელებას უსურვებს მიხეილ სააკაშვილს. წერილი 13 აპრილით თარიღდება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის მხოლოდ დღეს გაავრცელა. ნატოს გენერალური მდივნის წერილი რასმუსენის ხელითაა დაწერილი. 

 

შეგახსენებთ,  8 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხრის სამმაგი მოტეხილობა მიიღო. იგი  სტამბოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც თურქეთში მისი ოფიციალური ვიზიტის პროგრამა  გადაიდო.

 

მოგვიანებით პრეზიდენტმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” განმარტა, თუ რა ვითარებაში მიიღო თურქეთში ტრავმა, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთება დაჭირდა:

 

“არანაირი სატვირთო მანქანა არ ყოფილა, სოფლის შარაგზაზე გამოვედი ველოსიპედით და მე ვაკეთებ ამას მუდმივად, ყვარელშიც,  ბათუმშიც, სადაც კარგი ველოტრასაა და ჩემი სპორტული ველოსიპედით, რომლითაც 50 კმ სიჩქარეს ვავითარებ და ორმოში ჩავარდა და კიდევ კარგი, კარგი შლემი მეკეთა და დამიცვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, მას არაერთხელ უვლია ველოსიპედით აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად:

 

“ზოგიერთებმა თქვეს, თავი მოგვჭრა, ველოსიპედზე დაჯდაო, ველოსიპედზე არ სხედან ძალიან ჩამორჩენილი ქვეყნების ლიდერები,  ნატოს გენერალურმა მდივანამა ჩემნაირად მოიტეხა ხელი”.  – განაცხადა სააკაშვილმა.

 

თურქეთის ერთ-ერთი მედიაგამოცემა იტყობინება, რომ 2011 წლის ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე მხარი მოიტეხა სტამბოლში, როდესაც ველოსიპედიდან ჩამოვარდა. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი