გთავაზობთ 23 აგვისტოს დაგეგმილი მოვლენების ანონსს:
11.00 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი საქართველოს რესპუბლიკური პარტის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრისას საუბარი რესპუბლიკური პარტიის, როგორც ლიბერალური და პროდასავლური პოლიტიკური ძალის, გეგმებს შეეხება.
15:00 სოფელ სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 459 180 ლარს შეადგენს.
19:00 მწერალთა სახლში Magnum Photos 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროექტის “რუსული დღიურის“ კვალდაკვალ” პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება რობერტ კაპასა და ჯონ სტეინბეკის მიერ 1947 წელს შექმნილი „რუსული დღიურების“ თანამედროვე ვერსია.