ახალი ამბები

აქცია: “აღარ გვინდა კადრები!” [ფოტო/ვიდეო]

4 მაისი, 2013 •
აქცია: “აღარ გვინდა კადრები!”  [ფოტო/ვიდეო]

საპროტესტო აქცია 2013 წლის 3 მაისს ინტერნეტით  გავრცელებული  30- წუთიანი უკანონო ფარული ვიდეოჩანაწერის გამო სოციალურ ქსელ “Facebook”-ში დაიგეგმა. ვიდეოკადრებზე, რომელიც გუშინ, 3 მაისს გავრცელდა.  სამი ადამიანის  სქესობრივი ცხოვრებაა ასახული.  ვიდეო ერთ-ერთ  ინტერნეტ- გვერდზე იყო  ღიად განთავსებული.

 

“აქციის მიზანია, ყველას ვუთხრათ, რომ საქართველოში ადამიანებს აქვთ სექსი და მორჩეს ამაზე ლაპარაკი, ამით დაინტერესება, ვიდეოების გადაღება და გავრცელება და ადამიანის ცხოვრების განადგურება. სექსი არ არის კომპრომატი, სექსი არის ადამიანური, ბუნებრივი მოვლენა. ის აქვთ ქალებს და კაცებს, კაცებს და კაცებს, ქალებს და ქალებს. “-განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ირაკლი ვაჭარაძემ. 

 

მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები შემდეგი ლოზუნგებით: “შეწყვიტეთ თვალთვალი”, “სექსის უფლება აქვს ყველას, ფარული გადაღების–არავის”, 

 

მონაწილეების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა შსს–ს მიერ იმ მასალების განადგურება, რომელზეც ადამიანების პირადი ცხოვრებაა ასახული და გუშინ გავრცელებული კადრების გადამღებისა და გამავრცელებლის დასჯა.

 

აქცი, უკვე სრულდებოდა, როდესაც დაახლოებით 10 ადამიანი მონაწილეებთან მივიდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. აღნიშნული პირები ძირითადად ჰომოფობურ განცხადებებს აკეთებდნენ. ასევე ისმოდა შემდეგი შეძახილები- “ქართველი არ ხარ?” “ამ წმინდა დღეს რა მოგინდათ?. ერთ–ერთ მონაწილეს კი იოანე ოქროპირის მცნების წაკითხვისკენ მოუწოდეს.  დაწყებულ დაპირისპირებაში პოლიცია მალევე ჩაერია და აღნიშნული პირები სიტუაციას გაარიდა. მოგვიანებით კი 4 მათგანი დააკავა.

 

 

 

დაკავებული პირები  დღის ბოლომდე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდებიან. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით დააკავეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. 

 

166–ე მუხლი კოდექსში განმარტებულია, როგორც:

 

“წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა- გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა დადამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით”

 

“ოქმები გაფორმდება დაკავების და ხელწერილის შემდეგ გათავისუფლდებიან”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო გიორგობიანმა.  “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ რატომ გათავისუფლდებიან პირები მსუბუქი სასაჯელის ფორმით, ხელწერილის საფუძველზე, ნინო გიორგობიანმა გვიპასუხა:

 

“მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, რა მუხლით არიან დაკავებული, ეს არის წვრილმანი ხულიგნობა. ხელწერილით გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდება, ამაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს, რას შეუფარდებს” 

 

 

შეგახსენებთ, რომ აქცია “facebook”-ში დაიგეგმა: 

 

“გვესმის, რომ ეს აქცია ვერ აღმოფხვრის საქართველოში ჰომოფობიის პრობლემას, ვერც სექსუალობაზე ტაბუს დაძლევს და ვერც დამატებით ინსტრუმენტებს შეიმუშავებს, რომელიც ხელისუფლებას უფრო ქმედითი პრევენციული ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა.

მიუხედავად ამისა, აქციაში თქვენი მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ:

– მოქალაქეთა მცირე ნაწილი მაინც ემიჯნება სქესობრივი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული და საჯარო გამოქვეყნების ამორალურ პრაქტიკას.

– ადამიანის პირადი ცხოვრება, მათ შორის სქესობრივი ცხოვრება, ხელშეუვალია, დაცულია კონსტიტუციით”. – წერს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერი. 

 

აქცია
აქცია
 
აქცია
აქცია
 
აქცია
აქცია
 
აქცია
აქცია
 
აქცია
აქცია
 
აქცია
აქცია
 

მასალების გადაბეჭდვის წესი