საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ხანძარია ლაგოდეხშიც, სადაც ნახევარი ჰექტარი ბალახი იწვის. სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და 2 ჯგუფი მუშაობს.
ლაგოდეხის გარდა საქართველოში ამჟამად ხანძრის კიდევ 3 კერაა:
[checklist]
- ბორჯომი. რა ხდება ბორჯომში, ნახეთ ბოლო ცნობები აქ.
- გორში – გორში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში იწვის წიწვოვანი ტყე, ფართობი დაახლოებით 1 ჰა. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციათა სამსახურიოს ცნობით, დაწყებულია ქრობის პროცესი. ხანძრის ადგილას უახლოეს ხანში იქნება “ნეტგაზეთის” რეპორტიორი და მოგაწვდით უახლოეს ცნობებს.
- კიდევ ერთი ხანძარია შატილის გზაზე, სადაც 2 ჰექტარი იწვის. შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, აქ გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.
[/checklist]