ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ დახმარების თხოვნით ბრიუსელს მიმართა

22 აგვისტო, 2017 • 3883
საქართველოს მთავრობამ დახმარების თხოვნით ბრიუსელს მიმართა

საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების თაობაზე ბრიუსელს თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხდება სამოქალაქო დაცვის მექანიზმში შემავალი 26-ვე ქვეყნის ინფორმირება საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ.

“ამ ეტაპზე თხოვნა, მექანიზმის ფარგლებში, გაგზავნილია ბრიუსელში და ველოდებით მათ დასტურს. დასტურის შემთხვევაში, შემდეგ უკვე თავად გადაწყვეტენ, რომელი ქვეყნები ჩაერთვებიან ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ასევე, ევროკავშირის კრიზისებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი მუდმივ კონტაქტში იმყოფება საქართველოს ხელისუფლებასთან”,- აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი