მინისტრის თქმით, ამ პროცესში ვერ ჩაერევა, რადგან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა არის ბათუმის ქონება:

“ეს არის ბათუმის ქონება, ასე გადაწყვიტეს. იმ უნივერსიტეტში იგეგმებოდა ამერიკული უნივერსიტეტის გახსნა, რაზეც ამერიკელები წინააღმდეგები იყვნენ. მე მქონდა გიჟური იდეა, რომ ქუთაისში გაგვეხსნა, მაგრამ მითხრეს, ღმერთო დიდებულო, აქედან ძლივს გამოვედით და სად უნდა შევიდეთო. მე რამდენადაც ვიცი, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მერია შედის. ეს ქონება ჩემი არ არის. არც ვიცი, უნივერსიტეტი რატომ არ უნდა იყოს ამ შენობაში, არც ის ვიცი, ვის მფლობელობაშია. ეს არ არის უნივერსიტეტის მფლობელობაში”.
გიორგი მარგველაშვილს აქვს ინფორმაცია, რომ არსებობს რაღაც შენობა, სადაც გაიხსნება უნივერსიტეტი:”ამბობდნენ ამ კონტესტში, რომ ამერიკული უნივერსიტეტი გაიხსნება. მაგრამ ამერიკელები იყვნენ წინააღმდეგნი. რაღაც შენობაა ბათუმში, აპირებდნენ რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ვინ რას აპირებდა, ზუსტად არ ვიცი.”
მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში „მილენიუმ ჩელენჯის“ პროექტი გაკეთდება:”ამერიკელები ძალიან მკვეთრად სააკაშვილსაც ეუბნებოდნენ, რომ ეს უნდა იყოს თბილისში. სააკაშვილს რეგიონში უნდოდა ამ უნივერსიტეტის გახსნა, ეს სწორად მიმაჩნია. დიდი მადლობა, რომ მან ამაში საგამოფენო კომპონენტი შეიტანა. ამერიკელები არ წამოვიდნენ ამ მოლაპარაკებებზე, რადგან რეგიონში დაუცველი იქნებოდა ასეთი პროექტი. ეს პროექტი განხორციელდება თბილისში.”