ახალი ამბები

თსუ–ს ინციდენტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს

2 მაისი, 2013 • 1041
თსუ–ს ინციდენტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს

“დაკავებულმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–2 კორპუსში თანაკურსელი, 1990 წელს დაბადებული გვანცა ა. მე–3 სართულის შიდა კიბის მოაჯირიდან  ძალის გამოყენებით გადააგდო, რის შედეგადაც  გოგონა მძიმედ დაშავდა. დაცვის თანამშრომლებმა ინციდენტში ეჭვმიტანილი პირი შემთხვევის ადგილზე შეაჩერეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ლევან ღ.  ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი