ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, პირს ჩხრეკისას 123 “სუბოქსინი” აღმოუჩინეს

21 აგვისტო, 2017 • 1547
შსს-ს ცნობით, პირს ჩხრეკისას 123 “სუბოქსინი” აღმოუჩინეს

შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 45 წლის კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 123 აბი და 5 ნატეხი „სუბოქსინი“, ასევე, 1 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი