“ლაბორატორია 1918”-ის წევრის, ანა მარია ბრაგვაძის განცხადებით, დღეს, 1 მაისს რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ დაკავებულს, არჩილ წერეთელს, რომელიც ისანი-სამგორის კრიმინალური პოლიციის შენობაში იმყოფება, ტელეფონით პირადად ესაუბრა.
ბრაგვაძის განცხადებით, მან დაუდასტურა, რომ აღნიშნულ შენობაში იმყოფება.
ინფორმაციას არ ადასტურებენ ისანი-სამგორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ისინი აცხადებენ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.
“ლაბორატორია 1918”-ის წევრი ანა მარია ბრაგვაძე ნეტგაზეთთან საუბარში აქციაზე მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ის ჯერ წააქციეს, შემდეგ ფეხებით ურტყეს და მხოლოდ აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ლორთქიფანიძის დახმარებით შეძლო სამართალდამცავებისგან თავის დაღწევა.