კახი კალაძის ინფორმაციით, შეიქმნა საინფორმაცო ჯგუფი, რომელსაც ფეხბურთელი დავით მუჯირი ხელმძღვანელობს:
“მუჯირი აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და უფრო მეტი დეტალი 31 მაისს დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით მისგან გახდება ცნობილი”.
კალაძის ინფორმაციით, 31 მაისს დაგეგმილ მატჩში მისი ქართველი და უცხოელი მეგობრებისგან შემდგარი გუნდი ითამაშებს:
“გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს “მილანის” ყველა ის ფეხბურთელი, რომლებთანაც ათი წლის განმავლობაში ვმეგობრობდი და ბევრ წარმატებას მივაღწიე. მათ შორის იქნებიან: მალდინი, კოსტაკურტა, შევჩენკო, ალბერტინი და ნესტა.
რაც შეეხება მეორე გუნდს, რომელიც ითამაშებს “მილანის” წინააღმდეგ, იქ იქნებიან ჩემი მეგობრები, არა მარტო ქართველი ფეხბურთელები, არამედ უცხოელები, მათ შორის კიევის “დინამოდან” და “ჯენოადან”.
კალაძის თქმით, გამოსამშვიდობებელ მატჩის დასრულების შემდეგ ბერას კონცერტია დაგეგმილი, რომელიც სანახაობრივი იქნება.








