ახალი ამბები

კალაძე: ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრა ყოვლად დაუშვებელია

17 აგვისტო, 2017 • 2257
კალაძე: ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრა ყოვლად დაუშვებელია

“ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე, კახა კალაძე აცხადესბს, რომ თბილისში, ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრა “ყოვლად დაუშვებელია”.

დღეს, 17 აგვისტოს, თბილისის მერიის ნებართვით, ჭავჭავაძის გამზირის 82 ნომერში ფიჭვები და კედრები მოჭრეს, რომლებიც კერძო მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა, ირაკლი ჯუღელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დაახლოებით 10 ხეა მოჭრილი. იმის გამო, რომ ეს კერძო საკუთრებაა, მოქალაქეებს შესვლის უფლება არ აქვთ.

კალაძე ამბობს, რომ თბილისის მერიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

“დღევანდელი ფაქტი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების კითხვებს. მომხდარი ცხადყოფს, რომ საჭიროა გამკაცრდეს და დაიხვეწოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა ჩვენი ქალაქი რეალურად იყოს დაცული მსგავსი ფაქტებისგან. ცხადია, არ ვართ შენებისა და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე,”- აცხადებს კალაძე.

კალაძის დაპირების თანახმად, ეკოლოგია მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი