ახალი ამბები

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

17 აგვისტო, 2017 • 2235
თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი