ახალი ამბები

გიორგი ქადაგიძე ბანკებისთვის სარეკლამო კამპანიაზე კანონის გამკაცრებას არ გამორიცხავს

30 აპრილი, 2013 • • 1081
გიორგი ქადაგიძე  ბანკებისთვის სარეკლამო კამპანიაზე კანონის გამკაცრებას არ გამორიცხავს

ქადაგიძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე ისაუბრებს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. პირველი კომენტარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

 

გიორგი ქდაგიძის განცხადებით, საბანკო სექტორთან ურთიერთობაში მომხმარებელთა უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული: 

 

“საქართველოს საბანკო სისტემა განაგრძობს განვითარებას მაღალკონკურენტულ გარემოში. ზუსტად ის გახლავთ იმის მიზეზი, რომ ბოლო წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენციაა სახეზე. დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ტიპის სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელსაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. რომელმაც შეიძლება მიაწოდეს არასრული ინფორმაცია და შეუქმნას არასწორი მოლოდინები.”

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას არ გამორიცხავს:  “არ გამოვრიცხავთ გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით. საბანკო სექტორში უნდა არსებობდეს მკაცრი ეთიკის სტანდარტი ამ კუთხით, რომელსაც განუხრელად დაიცავს ყველა კომერციული ბანკი. მოვუწოდებ  მომხმარებელს, ყურადღებით წაიკითხოს ხელშეკრულება ხელისმოწერამდე. პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მიმართოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას.”   

 

 

   

მასალების გადაბეჭდვის წესი