ახალი ამბები

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით გარდაბნის რაიონში ერთი პირი დააკავა

16 აგვისტო, 2017 • 1414
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით გარდაბნის რაიონში ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაბნის რაიონში. ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 44 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი