“ნაძალადევში არათუ გამოსწორდა საარჩევნო სიები, არამედ წინასაარჩევნოდ რამდენიმე ასეული ყალბი ამომრჩეველი დაამატეს. გამოყენებული იქნა ყალბი პირადობის მოწმობები, გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული რესურსი, ტრადიციული გამყალბებელი კოორდინატორები ისევ იდგნენ საარჩევნო უბნის წინ და ახორციელებდნენ ყალბი ხმების მობილიზებას. გამოყენებული იქნა პოლიცია, დიდი ფული და მოსყიდული ოპოზიცია” – განაცხადა გუგავამ.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაძალადევის #9 ოლქში 39.48%-ით კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ კორძაია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ხმების 17.26%-ით კახა კუკავა, მესამე პოზიციას იკავებს პაპუნა დავითაია– 15.11%, მას მოსდევს ხმების 12.95 %–ით იოსებ მანჯავიძე, ხმების 11.46% მიიღო ზვიად ჩიტაშვილმა, ხმების 3.14% მიიღო გიორგი გუგავამ.