“მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა, დაკითხვებზე ჩვენი ხალხი დაბარებისა, მიუხედავად მედიაში გარკვეული პრობლემებისა, რომლებიც ჩვენ შეგვექმნა ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი არჩევნები და ის წინასწარი შედეგები, რლებიც უკვე გამოცხადდა ძირითადში გამოხატავს მოსახლეობის ნებას და ამ დარღვევებმა, რომლებიც დაფიქსირდა და მრავლად დაფიქსირდა, ვერ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა საბოლოო შედეგის დაფიქსირებაზე.”– განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგები რამდენიმე ტენდენციაზე მიუთითებს:
” პირველი ტენდენცია არის ის, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის ბოლო 6 თვეში საგრძნობლად შემცირებული, მე შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე, ოქტომბერში მათ აიღეს დაახლოებით 75% და 35% კლება ფაქტობრივად კატასტროფაა მათთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მოსახლეობიდან, რომელიც ეუბნება მათ, რომ ყველაფერი კარგად არ არის. ეუბნება მათ, რომ დაამთავრონ ტკბობა გამარჯვებით და საქმის კეთებაზე გადავიდნენ. მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც არჩევნებმა აჩვენა, არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მყარად მთავარი, ძირითადი ოპოზიციური ძალა. ის საუბრები, რასაც ჩვენ ვისმენდით, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრობლემა ბარიერის გადალახვის და მისი რეიტინგი არის 5%–ის ფარგლებში, ეს წარსულს ჩაბარდა, ვნახეთ, რომ რეიტინგი 15–21%–დე მერყეობს”– განაცხადა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაძალადევის #9 ოლქში 39.48%-ით კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ კორძაია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ხმების 17.26%-ით კახა კუკავა, მესამე პოზიციას იკავებს პაპუნა დავითაია– 15.11%, მას მოსდევს ხმების 12.95 %–ით იოსებ მანჯავიძე, ხმების 11.46% მიიღო ზვიად ჩიტაშვილმა, ხმების 3.14% მიიღო გიორგი გუგავამ.








